რატი ამაღლობელი - მოქალაქეები შემოვარტყამთ წრეს საქართველოს პარლამენტს და შევკრავთ ჯაჭვს - ეს იქნება ჩვენი მოქალაქეობრივი ხორუმი

რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციაზე, შეკრებილი მოქალაქეების სახელით განცხადება გაავრცელეს. მოქალაქეთა განცხადება აქციის წამყვანმა, პოეტმა რატი ამაღლობელმა წაიკითხა.

ამასთან, როგორც სიტყვით გამოსვლისას რატი ამაღლობელმა განაცხადა, აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან მარშით დაიძვრებიან საქართველოს პარლამენტის მიმართულებით, სადაც საკანონმდებლო ორგანოს წრეს მოარტყამენ და ჯაჭვს გააკეთებენ.

„საქართველოს მოქალაქეები არ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპული კურსის ცვლილებას და სტრატეგიულ პარტნიორების დაკარგვას, რასაც რუსული კანონის მიღება გამოიწვევს. საქართველოს მოქალაქეები ვთანხმდებით, რომ საქართველოს პარლამენტი არ უნდა გახდეს ანტიკონსტიტუციური კანონების მიღების ადგილი. საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღებას მივიჩნევთ, როგორც ხელისუფლების გასვლას კონსტიტუციური ჩარჩოდან. საქართველოს მოქალაქეები არ დავუშვებთ დემოკრატიის ჩანაცვლებას ანტიკონსტიტუციური, ავტორიტარული მმართველობით. ამიტომ, დღეს რესპუბლიკის მოედნიდან დავიძვრებით მარშით საქართველოს პარლამენტის მიმართულებით. მოქალაქეები შემოვარტყამთ წრეს საქართველოს პარლამენტს და შევკრავთ ჯაჭვს. ეს იქნება ჩვენი მოქალაქეობრივი ხორუმი. შევკრავთ ჯაჭვს, როგორც საქართველოს მოქალაქეთა ერთობის სიმბოლოს“, - განაცხადა რატი ამაღლობელმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე