იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ლევან ხაბეიშვილსა და მამუკა მდინარაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილება ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ხმაური, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის კითხვას მოჰყვა.

ხაბეიშვილმა უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს მიმართა, რა დროსაც მას კითხა კანონის მიღების მიზანი ევროკავშირზე უარის თქმა ხომ არ იყო.

„მამუკა, ამ კანონპროექტის მიზანი არის თუ არა ევროკავშირზე უარი თქმა? ამ კანონს იმიტომ იღებთ, რომ ევროკავშირზე უარი თქვათ? როცა მიზანზე საუბრობთ და მუხლზე კონკრეტული მიზნები გაქვთ, რომ თითქოს თქვენი მიზანი ევროკავშირზე უარის თქმა არის? როცა ვლაპარაკობთ კანონის სულისკვეთებაზე ვსაუბრობთ, თქვენი მიზანი თავიდანვე არის, როცა გინდათ დასავლეთი და ევროპა მტრად გამოაცხადოთ“, - მიმართა ლევან ხაბეიშვილმა მამუკა მდინარაძეს.

ამის შემდეგ მდინარაძემ კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს რეაგირებისკენ მოუწოდა.

„რომ სპეკულირებ, თავმჯდომარეს მივმართავ რომ შეგაწყვეტინოს. ევროკავშირის უარზე თქმას გამჭვირვალობას როგორ უკავშირებ?“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია