არჩილ მორჩილაძე -  სამედიცინო ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართული კლინიკები ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აღიარებული სტანდარტებით იყვნენ აკრედიტებული

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში ამერიკის აკრედიტაციის კომისიაზე (AACI) გააკეთა არჩევანი.

ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ხელმძღვანელი არჩილ მორჩილაძე აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ აკრედიტაცია ისეთმა მააკრედიტებელმა განახორციელოს,რომლის სტანდარტებიც აკრედიტებული იქნება ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ.

„ISQua- ს მიერ აკრედიტებული სტანდარტი არის ხარისხის გარანტია და ამავე დროს დიდი მნიშვნელობა აქვს სამედიცინო ტურიზმის კუთხით. უამრავი განვითარებადი ქვეყანა დღეს არჩევს კლინიკებს საზღვარგარეთ, სადაც შეიძლება დააფინანსონ ესა თუ ის სერვისი და ამ დროს შერჩევის მთავარი ინდიკატორი სწორედ კლინიკების ISQus სტანდარტების მიხედვით აკრედიტაციაა.

საქართველოს ამ მხრივ, დიდი პოტენციალი გააჩნია და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ იმ კლინიკებმა, რომლებიც ფიქრობენ სამედიცინო ტურიზმზე, გაითვალისწინონ ეს გარემოება და მააკრედიტებელი ამ კრიტერიუმით შეარჩიონ.

ჩვენ ვახორციელებთ 50 კლინიკის აკრედიტაციას. გვყავს ქართველი აუდიტები, მაგრამ პროცესის დაჩქარებისთვის ვახდენთ აუდიტების მობილიზებას ევროპიდან, თურქეთიდან და აზიიდანაც კი, იმისთვის რომ

2025 წლამდე ყველას ჰქონდეს აკრედიტაციის მიღების შანსი.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით, სახელმწიფოს მიერ გატარებულმა ხისტმა პოლიტიკამ, მიუხედავად მნიშვნელოვანი ხარვეზებისა, შედეგი მაინც გამოიღო და ახლა კლინიკებს მხოლოდ მმართველობითი სისტემის გაუმჯობესება სჭირდებათ და შეძლებენ მიიღონ აკრედიტაცია“, - აცხადებს მორჩილაძე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე