გიორგი ვაშაძე - უმრავლესობის დეპუტატები პროვოკაციაზე მიდიან, რათა სხდომიდან ოპოზიციონერი პარლამენტის წევრების გაძევება მოხდეს - მათი ამოცანაა დეპუტატების გაძევება დარბაზიდან

სამწუხაროდ, ზუსტად ამიტომაა ეს კანონი რუსული, რომ ამ ადამიანებს შინაარსი კი არ აინტერესებთ, აინტერესებთ უბრალოდ ივანიშვილის დავალება და რუსული ამოცანა შეასრულონ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ იურიდიული კომიტეტის სხდომიდან გაძევების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობის დეპუტატები პროვოკაციაზე მიდიან, რათა სხდომიდან ოპოზიციონერი პარლამენტის წევრების გაძევება მოხდეს.

„შინაარსობრივი კითხვები ისმება ოპოზიციის მხრიდან. ერთადერთი, რასაც ვეუბნებოდი, პროცედურა დაეცვა, რომ ყველა ადამიანს ჰქონოდა კითხვის დასმის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ზუსტად ამიტომაა ეს კანონი რუსული, რომ ამ ადამიანებს შინაარსი კი არ აინტერესებთ, აინტერესებთ უბრალოდ ივანიშვილის დავალება და რუსული ამოცანა შეასრულონ. ყველა პირდაპირ ეთერში ხედავდით, არაფერი ხდება და ადამიანები პროვოკაციაზე მიდიან, რომ უბრალოდ დეპუტატები გააძევონ. თავიდანვე მიზანმიმართულია, მათი ამოცანაა დეპუტატების გაძევება სხდომათა დარბაზიდან. ასე იყო ჩემ შემთხვევაში“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს