სალომე სამადაშვილი - საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში დაიბარეს, სადაც უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ - ვაპირებ ფიზიკურ ძალადობაზე სარჩელი შევიტანო პაპუაშვილის, ოხანაშვილის და მანდატურების წინააღმდეგ

მინდოდა გვესაუბრა, როგორ დაკარგავს საქართველო უვიზო რეჟიმს თუ მიიღებს კანონს “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ შესახებ“ და გამომაძევეს სხდომიდან - ატყუებენ საზოგადოებას!- ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილი ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, რაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან გააძევა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა მინისტრი დარჩიაშვილი ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე დაიბარეს, სადაც „უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ“.

„მინდოდა გვესაუბრა, როგორ დაკარგავს საქართველო უვიზო რეჟიმს თუ მიიღებს კანონს “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ და გამომაძევეს სხდომიდან. ამ საკითხზე საუბარი არ უნდათ, კითხვაზე პასუხი არ აქვთ. ატყუებენ საზოგადოებას! საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გაიგოს, რომ მეგობრებო, არათუ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე დაიწყება საუბარი ძალიან სწრაფად. ამიტომ არის დაბარებული საგარეო საქმეთა მინისტრი დარჩიაშვილი ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე, უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ მას. თუ მესამე მოსმენით მიიღებენ ამ კანონს, ამის შემდეგ დაიწყება მსჯელობა უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე“,- აღნიშნა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, ის აპირებ სარჩელი შეიტანოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის, ანრი ოხანაშვილის და იმ მანდატურების წინააღმდეგ, რომლებიც ოპოზიციონერ დეპუტატებზე ძალადობენ.

„ფიზიკური ძალადობაზე ვაპირებ სარჩელი შევიტანო როგორც პაპუაშვილის, კომიტეტის თავმჯდომარის და სამწუხაროდ იმ მანდატურების წინააღმდეგ, რომელიც ძალადობენ ჩვენზე. ძალის გამოყენების უფლება არ აქვთ მანდატურებს“,-აღნიშნა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კიდევ ერთი დეპუტატი „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი კომიტეტის სხდომიდან გააძევა. „დატოვეთ დარბაზი. მანდატურს ნუ აყენებთ უხერხულ მდგომარეობაში, დატოვეთ დარბაზი!“, - მიმართა ანრი ოხანაშვილმა.

იქამდე სალომე სამადაშვილმა და ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რადგან კომიტეტის თავმჯდომარემ დეპუტატს კითხვის დასრულების შესაძლებლობა არ მისცა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა