იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა თაკო ჩარკვიანსაც დაატოვებინეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, თაკო ჩარკვიანს დაატოვებინეს.

კანონპროექტთან დაკავშირებით მოხსნებით გამოდის უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, რომელსაც თაკო ჩარკვიანმა მიმართა, მდინარაძემ კი, უპასუხა, რომ სხვა თემაზე საუბარს თავი დაანებოს.

„სხვა თემაზე ნუ გადადიხართ!“- მიმართა მდინარაძემ ჩარკვიანს.

ჩარკვიანს სხდომის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმაც მოუწოდა, რომ მიკროფონის გარეშე ნუ საუბრობდა.

საბოლოო ჯამში, ანრი ოხანაშვილმა თაკო ჩარკვიანს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

„ქალბატონო თაკო, გაფრთხილებული ბრძანდებით...ბოლოჯერ გაფრთხილებთ, ნუ საუბრობთ მიკროფონის გარეშე. დარბაზი დატოვეთ, ქალბატონო თაკო!“ - მიმართა ოხანაშვილმა ჩარკვიანს.

სხდომიდან გასავლისას ჩარკვიანმა უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა.

„ისეთ დღეში ჩავარდებით, რომ რა გითხრათ... ასი ათასი კაცი იყო [28 აპრილის აქციაზე]“, - აღნიშნა ჩარკვიანმა, რაზეც მამუკა მდინარაძემ ასე უპასუხა: „150 000 იყო. დღეს იქნება მილიონი”.

„გუშინ თუ ასი ათასი იყო, დღეს იქნება მილიონი, ოღონდ გარანტიას გაძლევთ“, - უპასუხა მდინარაძემ ჩარკვიანს.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, ამ დროისთვის გაძევებულია ხუთი ოპოზიციონერი დეპუტატი: გიორგი ვაშაძე, თამარ კორძაია, ლევან ბეჟუაშვილი, სალომე სამადაშვილი და თაკო ჩარკვიანი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება