ანრი ოხანაშვილი ანა ნაცვლიშვილს - სამარცხვინო განცხადებები გაქვთ, ხმას როგორ იღებთ საერთოდ რუსეთთან დაკავშირებით - ომის შემდეგ თქვენი ბელადი ლარსზე იდგა და ესალმებოდა ოკუპანტებს

ქალბატონო ანა, სამარცხვინო განცხადებები გაქვთ. ხმას როგორ იღებთ საერთოდ რუსეთთან დაკავშირებით - შემოუძეხით აქ მტერს, ეს ერთი, მეორე, 2008 წელს რეზოლუციას დაუჭირეთ მხარი და გმირ ჯარისკაცებს დააბრალეთ ომის დაწყება, მესამე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ომიდან სამ წელში რუსეთის გაწევრიანებას დაუჭირეთ მხარი, თქვენი ბელადი ლარსზე იდგა და ესალმებოდა ოკუპანტებს, - ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პარტია „ლელოს“ წევრს, დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ნაცვლიშვილს საუბრის მორალური უფლება არ აქვს.

ანრი ოხანაშვილის გაღიზიანება ანა ნაცვლიშვილის კითხვამ გამოიწვია, "ჩაითვლება თუ არა უცხოური ინტერესების გატარებად რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება".

"ჩაითვლება თუ არა ამ კანონის მოქმედების სფეროს მიხედვით, რომელსაც პირველი მუხლი არეგულირებს, უცხოური ძალის ინტერესების გატარებად საკუთარი ქვეყნის, ანუ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე მტკიცებულებების მოგროვება“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანრი ოხანაშვილმა ნაცვლიშვილი გააფრთხილა, რომ რეგლამენტის კიდევ ერთხელ დარღვევის შემთხვევაში, სხდომათა დარბაზიდან გააძევებდა.

„ქალბატონო ანა, სამარცხვინო განცხადებები გაქვთ. ხმას როგორ იღებთ საერთოდ რუსეთთან დაკავშირებით. შემოუძეხით აქ მტერს, ეს ერთი, მეორე, 2008 წელს რეზოლუციას დაუჭირეთ მხარი და გმირ ჯარისკაცებს დააბრალეთ ომის დაწყება, მესამე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ომიდან სამ წელში რუსეთის გაწევრიანებას დაუჭირეთ მხარი, თქვენი ბელადი ლარსზე იდგა და ესალმებოდა ოკუპანტებს. შემოგხედე და რომ შემოგხედე ამიტომ გეუბნები! მორალურად რა უფლება გაქვთ, რომ საუბრობთ. გაჩუმდით ახლა და მოისმინეთ! დარჩით რეგლამენტის ფარგლებში და თუ არ გნებავთ გაბრძანდით! გაფრთხილებული ხართ, გააგრძელებთ რეგლამენტის დარღვევას და განმეორების შემთხვევაში დატოვებთ დარბაზს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში