ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე - მოღალატე ხალხი რომ სხვას მოიხსენიებს მოღალატედ, ამათი გასამართლების დრო მოვა ძალიან მალე - პროვოკაციები მოსალოდნელი იყო

მოღალატე ხალხი რომ სხვას მოიხსენიებს მოღალატედ, ამათი გასამართლების დრო მოვა ძალიან მალე, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის მისამართით განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციები მოსალოდნელი იყო. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

„ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, ამათი მხარდამჭერების ხელშემწყობების გასამართლების დრო დადგება. მოგვიწევს ჩვენ ამის გაკეთება. აქ შემოვიდნენ იმისთვის, რომ დრო გაეყვანათ, შინაარსობრივი შეკითხვები არ დაესვათ, რამდენიმე შეკითხვის გარდა. რამდენიმე კითხვა დაისვა შინაარსობრივი, დანარჩენი ყველა მიზანმიმართულად. იციან, რომ ამით რეგლამენტს არღვევენ, მაგრამ აგრძელებენ სიტყვებით მანიპულირებას, თითქოს ეს არის მეორე მოსმენის საკითხი. ეს პროვოკაციები მოსალოდნელი იყო. „მოლოტოვის კოქტეილს“ ესენი ისვრიან ყველას მისამართით, ვინც მათ გემოვნებაში არ ჩაჯდება. ამიტომ, მოგიწოდებთ, რეგლამენტი დაიცავით. თუ გსურთ შინაარსობრივი შეკითხვების დასმა, დასვით, რეგლამენტის დარღვევის უფლებას არავის მოგცემთ“,-განაცხადა ოხანაშვილმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს