ანრი ოხანაშვილმა 11 ოპოზიციონერი დეპუტატის გარდა, კომიტეტის სხდომა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც დაატოვებინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზი 11 ოპოზიციონერი დეპუტატის გარდა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც დაატოვებინა.

უფრო კონკრეტულად, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი, ლიკა საჯაია და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი გააძევა.

ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებისთვის შეურაცხყოფის მისაყენებლად მივიდნენ და მიმართა, რომ მათ ამის უფლებას არ მისცემს.

„დატოვეთ დარბაზი. ყოჩაღ! ყოჩაღ! შეურაცხყოფისთვის ყოჩაღ! გაძევებული ხართ, გაბრძანდით. სამარცხვინო საქციელია. შეურაცხყოფის მოსაყენებლად მობრძანდით. ამაში იღებთ როგორც ჩანს ხელფასს, სამწუხაროა,“ - მიმართა ოხანაშვილმა ნათია კუპრაშვილს.

ამასთან, კომიტეტის თავმჯდომარემ ლიკა საჯაიას მიმართა, ზრდილობა ისწავლოს.

„დატოვეთ, დარბაზი. შეურაცხყოფას აყენებთ დეპუტატებს, ამის უფლებას არ მოგცემთ. უზრდელი ხართ, ქალბატონო ლიკა. ეს არ არის გასაკვირი, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამას აკეთებთ სხდომათა დარბაზში. თქვენ იმის წარმოდგენა არ გაქვთ, სად ხართ, თქვენ განცდა არ გაქვთ, რომ ეს არის საქართველოს პარლამენტი ამიტომ გაბრძანდით აქედან და ზრდილობა ისწავლეთ, როგორ უნდა მიმართოთ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს. უზრდელად მოქცევის საშუალებას არ მოგცემთ,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, მანამდე ოხანაშვილმა დარბაზიდან 11 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა: გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, თაკო ჩარკვიანი, ქეთევან თურაზაშვილი, ანა წითლიძე, ლევან ხაბეიშვილი, დავით ხაჯიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე და ხატია დეკანოიძე.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს