ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან ნიკა მაჭუტაძეც გააძევა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომათა დარბაზიდან მე-12 ოპოზიციონერი დეპუტატი, ნიკა მაჭუტაძე გააძევა.

ანრი ოხანაშვილმა ნიკა მაჭუტაძეს კომიტეტის სხდომიდან მას შემდეგ გააძევა, რაც დეპუტატი მას არ დაემორჩილა და კითხვის დასმას განაგრძობდა.

„ბატონო ნიკა, გარეთ გინდათ გასვლა? ნუღარ აგრძელებთ საუბარს, გთხოვთ. სხდომის მიმდინარეობას ხელს უშლით, გაფრთხილებთ ბოლოჯერ, წინააღმდეგ შემთხვევაში დატოვებთ დარბაზს“, - მიმართა ოხანაშვილმა მაჭუტაძეს.

ამის შემდეგ ოხანაშვილმა ნიკა მაჭუტაძეს დარბაზი დაატოვებინა და ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

ცნობისთვის, მანამდე ოხანაშვილმა დარბაზიდან 11 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა: გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, თაკო ჩარკვიანი, ქეთევან თურაზაშვილი, ანა წითლიძე, ლევან ხაბეიშვილი, დავით ხაჯიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე და ხატია დეკანოიძე. მან სხდომა დაატოვებინა ასევე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელს, ლიკა საჯაიას და ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის წარმომადგენელს, ნათია კუპრაშვილს.

ამასთან, დარბაზი პროტესტის ნიშნად ასევე დატოვა „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ