თეონა აქუბარდიამ  “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ალტერნატიული წინადადების სახით პარლამენტს “1921 წლის 25 თებერვლის“ რეესტრის შექმნა შესთავაზა

პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ალტერნატიული წინადადების სახით პარლამენტს “1921 წლის 25 თებერვლის“ რეესტრის შექმნა შესთავაზა.

“1921 წლის 25 თებერვლის“ სახელწოდების რეესტრის შექმნის თაობაზე ალტერნატიული წინადადება აქუბარდიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა. როგორც მან განაცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ ნატო, ევროკავშირი საქართველოს ეუბნება, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით მათი ოჯახის წევრი ვერ გახდება, სჯობს, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.

“კანონის გაკეთილშობილების ნაცვლად, მოგიწოდებთ დაარქვათ სახელი იმას, რასაც აკეთებთ. კონსტიტუციის ხელყოფით ქვეყნის სუვერენული არჩევანის წინააღმდეგ მიდიხართ. თქვენ არ გაინტერესებთ, არც ჩვენი შინაარსობრივი შენიშვნები, არც პარტნიორების მოწოდებები. ამ მოცემულობაში სახელი დაარქვით იმას, რასაც აკეთებთ. 1921 წელსაც ეგონათ, რომ ბოლშევიკების შემოსვლით საქართველოს დამოუკიდებლობას საფრთხე არ დაემუქრებოდა, მაგრამ შემდეგ რაც მოხდა, ყველამ იცის. ახლაც თქვენი ყალბი სუვერენიტეტის ძახილი ამას ჰგავს და ამ ალტერნატივის ჩაგდება არ ცვლის თქვენი კანონის თანხვედრას 1921 წლის ოკუპაციის ფაქტობრივ მოცემულობასთან“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

“ქართული ოცნების“ უმრავლესობამ აქუბარდიას ალტერნატიულ წინადადებას “სამარცხვინო“ უწოდა.

“ვხედავთ, ვინ იმეორებს ბოლშევიკების საქციელს“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე