მიხეილ სარჯველაძე - სასოწარკვეთა უნდა დაარქვა იმას, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი გამოდის და დედაქალაქში ჩამოსულ ამ ქვეყნის მოქალაქეებს შეურაცხმყოფლად მოიხსენიებს - ამის შემდეგ არც პრეზიდენტობის ღირსია

სასოწარკვეთა უნდა დაარქვა იმას, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი გამოდის და დედაქალაქში ჩამოსულ ამ ქვეყნის მოქალაქეებს შეურაცხმყოფლად მოიხსენიებს - ამის შემდეგ არც პრეზიდენტობის ღირსია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ სახალხო მარშზე ტელეკომპანია „იმედთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, „ვისაც „მამულთან“ და „ენასთან“ ერთად „სარწმუნოების“ თქმა ეთაკილება“, ცდილობენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დაუმსახურებელი იარლიყი მიაკრან.

„სამწუხაროდ, საქართველოში არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ, რომ ის ტრიადა, რაც „მამული, ენა, სარწმუნოებაა“ დაირღვეს. ვისაც ჩრდილიდან გამოსვლა არ უნდა, ვისაც „მამულთან“ და „ენასთან“ ერთად „სარწმუნოების“ თქმა ეთაკილება, მათი მცდელობაა, რომ გამჭვირვალობის კანონს დაუმსახურებელი იარლიყი მიაკრან.

სასოწარკვეთა უნდა დაარქვა იმას, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი გამოდის და დედაქალაქში ჩამოსულ ამ ქვეყნის მოქალაქეებს შეურაცხმყოფლად მოიხსენიებს. ისე გამოჰყავს საქმე, თითქოს ამ ხალხს საკუთარი შეხედულება არ აქვს და ეროვნული ღირსების ერთგულება დავიწყებული აქვს. ამის შემდეგ არც პრეზიდენტობის ღირსია და არც ქართველი ხალხის მხრიდან ღირსეული დამოკიდებულების. როგორ შეიძლება თავს ამის უფლება მისცეს და დედაქალაქისა და რეგიონის მაცხოვრებელი დაყოს. ეს მხოლოდ მაშინ, როცა, ამ ადამიანებისთვის ღირებული ის არის, რომ კვლავ ილია ჭავჭავაძის ერთგულები იყვნენ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს