სალომე სამადაშვილი „ოცნებას“ - ნორჩი „ლენინელები“ მოგიგროვებიათ და გადაწყვიტეთ, რომ „ჯენზის“ თავისუფალ თაობას ნორჩი „ლენინელების“ ყალბი პათეტიკით რაღაცას გააგებინებდით - თქვენ ამ ხალხის არ გესმით!

თქვენ ხართ დასრულებული პოლიტიკური ძალა, გუშინ ეს დასრულება გაფორმდა, გაფორმდება არჩევნებზე, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, შეშინებული მთავრობა საქართველოში დემოკრატიის გაუქმებას, დიქტატურის დამყარებას, ქართული სახელმწიფოს გაუქმებას და ქვეყნის ევროპულ მომავალზე უარის თქმას ჰპირდება საზოგადოებას.

„ვფიქრობ, გუშინდელი დღე ძალიან მნიშვნელოვან დღედ შევა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. გუშინ ჩვენ დავინახეთ, რომ ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს ამ ქვეყანაში არანაირი მომავალი არ აქვს. არ აქვს მომავალი იმიტომ, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილმა გაბედა და დადგა იქ, სადაც ქართველებმა სისხლი დაღვარეს საკუთარი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. გამოგვიცხადა, რომ აპირებს პროვინციულ ლუკაშენკოდ გადაქცევას. აპირებს უარი თქვა ქართულ სახელმწიფოზე. უარი თქვას ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე. გუშინ ბევრი კომიკური გამოსვლა ვიხილეთ, მათ შორის ვიღაც ნორჩი „ლენინელები“ მოგიგროვებიათ და გადაწყვიტეთ, რომ „ჯენზის“ თავისუფალ თაობას ნორჩი „ლენინელების“ ყალბი პათეტიკით რაღაცას გააგებინებდით. თქვენ ამ ხალხის არ გესმით იმიტომ, რომ არ იცით, რა არის თავისუფლება. უკლებლივ ყველა, ვინც აქ სხედხართ, ბიძინა ივანიშვილის მონობაში ხართ გაყიდული“, - მიმართა სამადაშვილმა უმრავლესობის წევრებს.

მისი შეფასებით, გუშინდელ შეკრებაზე ყველაზე კომიკური იყო თბილისის მერის, კახა კალაძის გამოსვლა, რომელმაც მიმართა ხალხს და უთხრა, რომ "თბილისი აქ დგას".

"თბილისი გუშინ არ იდგა, მაგრამ არც თბილისი დადგება, არც ქუთაისი, არც ბათუმი, არც თელავი დადგება, არავინ დადგება მოღალატე ხელისუფლების უკან“, - განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება