გიგი უგულავა - ხელისუფლებამ ფეხი დაადგა იმ „ფოცხს“, რომელიც აუცილებლად მოხვდება - დღეს კიდევ უფრო მეტი ადამიანი იქნება აქციაზე, რადგან ივანიშვილის საზიზღარმა განცხადებებმა, ხალხი კიდევ უფრო გააბრაზა

ერთმა გიჟმა „შიზოფრენიკმა“ გამოუცხადა დასავლეთს ომი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის სახიფათო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომელიც 29 აპრილს "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ სახალხო შეკრებასა და ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ფულს საქართველო ფულის საცავ რეზერვუარად სჭირდება.

"თუ დააკვირდებით ივანიშვილს, როდესაც მას ეშინია და გამწარებულია, უცნაურად უფართოვდება ნესტოები. გუშინ ამ "შიზოფრენიკმა" გვამცნო, რომ თურმე, სადღაც არსებობს"გლობალური ომის პარტია". სინამდვილეში მსოფლიოში მხოლოდ 1 "ომის პარტია" არსებობს, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ჰქვია, რომლის ქვეშევრდომი, მონა და წარმომადგენელი არის ბიძინა ივანიშვილი და დანარჩენი დეპუტატები, 83 გვამი, რომელიც ამ პარლამენტში არიან. ამ ერთმა გიჟმა "შიზოფრენიკმა", რომელსაც"პრიხვატიზირებული" აქვს ქვეყანა, გამოუცხადა დასავლეთს ომი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის სახიფათო. ბიძინა ივანიშვილისგან მივიღეთ ერთადერთი რამ, რის გამოც მადლობა უნდა ვუთხრათ - ტყუილი, რომ ომი არის მშვიდობა და მშვიდობა არის ომი, რომ მეგობარი არის მტერი და მტერი მეგობარია - ეს "დიფუზიური აფერისტობა" მინიმუმამდე დაიყვანა და გვითხრა, რომ 2030 წელს ევროკავშირში შევალთო. მას ევროკავშირი არ ადარდებს და მინდა გითხრათ, რომ 2030 წლამდე შესაძლებელია საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, მაგრამ ეს ბიძინა ივანიშვილი გარეშე მოხდება. ივანიშვილს საქართველო ფულის საცავ რეზერვუარად სჭირდება.

გეგმა არის მარტივი, ხელისუფლებამ გუშინ ფატალური შეცდომა დაუშვა, დაადგა იმ "ფოცხს" ფეხი, რომელიც აუცილებლად მოხვდება. ეს "ფოცხი" არის აქციებით ხალხთან ლაპარაკი. ეს არის "ოქსიმორონი" და იდიოტიზმი. გუშინდელ აქციას ერთი მიზანი ჰქონდა, რომ დაეპირისპირებინა საზოგადოება ერთმანეთისთვის.

ვეტოს დაძლევის დღეს, როდესაც მთელი საზოგადოება გამოვა, პოლიციელები დაინახავენ, რომ მათი ძალა უძლურია. ვეტოს დაძლევის დღეს ივანიშვილისა და ამათ თავს "არმაგედონი" მოხდება და ამაზე პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილი იქნება. ეს ადამიანი ამ ქვეყნის მტერია, განგრენა და ჩირქი. დღეს კიდევ უფრო მეტი ადამიანი იქნება, რადგან გუშინდელმა საზიზღარმა განცხადებებმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, კიდევ უფრო გააბრაზა ხალხი", - განაცხადა გიგი უგულავამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია