ანა წითლიძე ოხანაშვილს - გუშინ დაგიფასდათ დეპუტატების გამოყრა კომიტეტიდან და ბიძინა ივანიშვილთან ახლოს დაგაყენეს -  ძალიან მკაფიოდ თქვა ბელადმა, რომ თქვენ მონურად ყველა შეასრულებთ დავალებებს

ბატონო ანრი, გუშინ დაგიფასდათ დეპუტატების გამოყრა კომიტეტიდან და ახლოს დაგაყენეს ბიძინა ივანიშვილთან. იმედი მაქვს, დღეს ამის გამო ცოტა უკეთეს ხასიათზე ხართ და კიდევ თავს არ გამოიჩენთ ჩვენი გაყრით, რომ კიდევ უფრო ახლოს არ დაგაყენონ ბიძინა ივანიშვილთან - [ივანიშვილმა] ძალიან მკაფიოდ თქვა ბელადმა, რომ თქვენ მონურად ყველა შეასრულებთ დავალებებს, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა წითლიძემ უმრავლესობის წევრ ანრი ოხანაშვილს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე განცხადებით, გუშინდელი სახალხო შეკრებისას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, „მგონი, არ არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, სად მიდის „ქართული ოცნება“.

„ბატონო ანრი, გუშინ, დაგიფასდათ დეპუტატების გამოყრა კომიტეტიდან და ახლოს დაგაყენეს ბიძინა ივანიშვილთან. იმედი მაქვს, დღეს ამის გამო ცოტა უკეთეს ხასიათზე ხართ და კიდევ თავს არ გამოიჩენთ ჩვენი გაყრით, რომ კიდევ უფრო ახლოს არ დაგაყენონ ბიძინა ივანიშვილთან. პირველ რიგში, მაგ განცხადების შემდეგ, რა განცხადებაც გააკეთა თქვენმა ბელადმა ივანიშვილმა, საერთოდ კითხვები იმასთან დაკავშირებით, სად მიდიხართ მგონი არ არსებობს. ძალიან მკაფიოდ თქვა ბელადმა, რომ თქვენ მონურად ყველა შეასრულებთ მათ დავალებებს. როგორც მონებივით პირველ მოსმენაზე ხელი მიაჭირეთ და შემდეგ ისევ მოგიწიათ, რომ ეს კანონპროექტი ჩაგეგდოთ, ზუსტად იმავეს იზამთ ახლა. იმიტომ, რომ თქვენი დეკლარირებული და გაცხადებული კურსი არის ის, რაც თქვა გუშინ რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა. უარი ევროპას და უარი ყველა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და საქართველოს ევროპულ არჩევანს. ამიტომაც, ამასთან დაკავშირებით გასაგებია“,- განაცხადა ანა წითლიძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს