ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში თბილისს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა ეწვია

აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრაში მონაწილეობის მიღების მიზნით თბილისს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, მასაცუგუ ასაკავა მეუღლესთან ერთად ესტუმრა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი რანგის სტუმარს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ეკატერინე გუნცაძე დახვდა. ხანმოკლე შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე და ბანკის წლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე.

„ADB-ის წლიური შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების გარდა, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალურ პირებს შეხვდება.

აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრას საქართველო 2 მაისიდან 5 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს.

წლიური შეხვედრების ფარგლებში, 70-მდე ღონისძიება გაიმართება, რომელთა ფარგლებშიც სხვადასხვა რანგის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იმსჯელონ ეკონომიკური განვითარების ტენდენციებსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების როლზე ეკონომიკური განვითარების მიზნების მიღწევაში, მათ შორის, კლიმატის ცვლილების, სხვა გლობალური კრიზისული გამოწვევების როლზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე