რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე - ამათ, მგონი, საქართველო აშშ-ის შტატი ჰგონიათ და ჯორჯიაში ერევათ

ხშირად, რა კითხვასაც სვამს ოპოზიცია, ეკითხება მომხსენებელს, "აშშ საქართველოსთვის უცხო ქვეყანა არის თუ არაო". ამათ, მგონი, საქართველო აშშ-ის შტატი ჰგონიათ და ჯორჯიაში ერევათ, თუ როგორ არის?! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.

იონათამიშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა "ნაციონალურ მოძრაობაზე" და სამარცხვინო უწოდა მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც "საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა სხვა ქვეყნის გუბერნატორობაზე გაცვალა".

„ხშირად, რა კითხვასაც სვამს ოპოზიცია, ეკითხება მომხსენებელს, მაგალითად, აშშ საქართველოსთვის უცხო ქვეყანა არის თუ არაო, ამათ მგონი საქართველო აშშ-ის შტატი ჰგონიათ და ჯორჯიაში ერევათ, თუ როგორ არის?! მაგრამ ეს იმ პარტიისგან არ გაგვიკვირდება, ვისაც დღესაც ის ბელადი ჰყავს, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა სხვა ქვეყნის გუბერნატორობაზე გაცვალა. მარტო ეს არის იმდენად ამორალური ფაქტი, სხვა რომ არაფერი, მარტო ამის გამო ვერ უნდა ბედავდეს ვერც ის და ვერც დანარჩენები პოლიტიკაზე საუბარს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფაქტი, რომელიც "შავ ლაქად“ არის შესული ისტორიაში და პირად ბიოგრაფიაში“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

მის განცხადებას პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა, რაზეც იონათამიშვილმა განაცხადა: „ნუ შფოთავთ, გასაგებია ასე ძალიან რომ გტკივათ ის, რომ ეს არის ფაქტი“.

ამასთან, მან საკითხის მომხსენებელს, ანრი ოხანაშვილს ჰკითხა, განემარტა, რატომ ეშინია ოპოზიციას გამჭვირვალობის.

„ეს ადამიანები აპრიორი აცხადებენ, რომ უცხოური ძალის ინტერესები არის ცუდი. ალბათ, ქვეცნობიერი ალაპარაკებთ ამათ, მაგრამ ეს იძლევა გამჭვირვალობის შესაძლებლობას და გამჭვირვალობით შეგვიძლია დასკვნის გამოტანა. თქვენი აზრით, რატომ ეშინიათ ამ ადამიანებს ინფორმირებული მოქალაქის?“,- მიმართა იონათამიშვილმა ოხანაშვილს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს