ანა წითლიძე ოხანაშვილს - ყოჩაღ, ბატონო ანრი, საკუთარ თავს აჯობეთ დღეს და დაგაწინაურებენ, აუცილებლად დაგაყენებენ მომავალში ივანიშვილის გვერდით

ყოჩაღ, ბატონო ანრი! საკუთარ თავს აჯობეთ დღეს ტრიბუნიდან და დაგაწინაურებენ, აუცილებლად დაგაყენებენ მომავალში ივანიშვილის გვერდით , - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით წარადგენს.

წითლიძემ ოხანაშვილის მისამართით თქვა, რომ 12 წელია ხელისუფლებაშია და კიდევ ვერ დაიმახსოვრა, რომ წარსულზე არ უნდა ისაუბროს.

„ყოჩაღ, ბატონო ანრი! საკუთარ თავს აჯობეთ დღეს ტრიბუნიდან და დაგაწინაურებენ. აუცილებლად დაგაყენებენ მომავალში ივანიშვილის გვერდით. აი, ყოჩაღ! იმის გვერდით [დაგაყენებენ] ვის დავალებასაც ახლა ასრულებთ და ვისაც თავს აწონებთ აი, ამ რიტორიკით. 12 წელია ხელისუფლებაში ხართ და კიდევ ვერ დაიმახსოვრეთ, რომ არ ისაუბროთ წარსულზე. თქვენგან განსხვავებით მე მეამაყება ყოველი წუთი და წამი იმ 9 წლის. თქვენ შეგრცხვებათ აუცილებლად“,- განაცხადა წითლიძემ.

ამასთან, ანა წითლიძემ ანრი ოხანაშვილის მისამართით საკუთარი კითხვა დააზუსტა და მომხსენებელს უთხრა, რომ კონკრეტულად უპასუხოს.

„კონკრეტული კითხვა დაგისვით და კონკრეტულად მიპასუხე თუ შეიძლება - მე გკითხეთ, იქნებ წარმოგვიდგინოთ რამე კვლევა, ეროვნული უსაფრთხოების კვლევა განახლებული, სადაც წერია, რომ ამ ქვეყანაში არსებობს საფრთხეები უცხოური აგენტების“,- განაცხადა ანა წითლიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება