გიორგი ვაშაძე ოხანაშვილს - რა გარემოებამ გამოიწვია ის, რომ თქვენს მიერ ინიცირებული კანონის მიზანი და საქმიანობის სფერო ერთი-ერთში ემთხვევა რუსეთში მიღებული კანონის მიზანს და საქმიანობის სფეროს?

რა გარემოებამ გამოიწვია ის, რომ თქვენს მიერ ინიცირებული კანონის მიზანი და საქმიანობის სფერო ერთი-ერთში ემთხვევა რუსეთში მიღებული კანონის მიზანს და საქმიანობის სფეროს, - ამ კითხვით მიმართა „სტრატეგი აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ანრი ოხანაშვილს პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „ფაქტობრივად, ტექსტუალური შინაარსითაც კი ემთხვევა რუსეთში მიღებულ კანონს“.

„ბატონო ანრი, მე მაქვს ძალიან კონკრეტული კითხვა. ხელში მიჭირავს რუსეთში მიღებული კანონი და თქვენს მიერ ინიცირებული კანონი. რა გარემოებამ გამოიწვია ის, რომ თქვენს მიერ ინიცირებული კანონის მიზანი და საქმიანობის სფერო ერთი-ერთში ემთხვევა რუსეთში მიღებული კანონის მიზანს და საქმიანობის სფეროს.

ზუსტად იგივე ცრუ გამჭვირვალობა არის მოტანილი თქვენს მიერ არგუმენტად, როგორც არის რუსეთის შემთხვევაში. რამ გამოიწვია ის გარემოება, რომ ერთი-ერთში ფაქტობრივად, ტექსტუალური შინაარსითაც კი ემთხვევა რუსეთში მიღებული კანონი და თქვენს მიერ ინიცირებული კანონი. უფრო მეტიც, ხელში მიჭირავს ეუთო ოდირის დასკვნა, რომელიც სწორედ საქმიანობის სფეროზე და მიზანთან დაკავშირებით გეუბნებათ და მაინტერესებს რატომ არ ითვალისწინებთ ამას და ითვალისწინებთ რუსეთის მიერ მიღებული კანონის მიზანს და შინაარსს?!

„ასოციაციების დაფინანსების, გამჭვირვალობის, გახსნილობისას საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, თავისთავად არ წარმოადგენს ლეგიტიმურ მიზანს, როგორც ეს აღწერილია ზემოთ აღნიშნულ საერთაშორისო დოკუმენტში“ - ანუ პირდაპირ გითხრათ, რომ ეს არ არის არანაირი ლეგიტიმური მიზანი, მხოლოდ რუსეთი მიიჩნევს ლეგიტიმურად ამას.

რატომ ემთხვევა თქვენი აზრი პირდაპირ რუსეთის ფედერაციას, რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებულ კანონს, რომელზეც მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, რომ ეს ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს და მთავარი, სწორედ საქმიანობის მიზანი და სფერო, რომელიც გაქვთ თქვენ მოყვანილი ეწინააღმდეგება ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპებს. მაშინ რა საერთო გაქვთ ევროკავშირში ინტეგრაციასთან. არ მომიყვანოთ ახლა. მაგალითად: საფრანგეთი, ბრიტანეთი, ამერიკა იმიტომ, რომ იქ უსაფრთხოებაა მიზანი და არა გამჭვირვალობა. ამიტომ ეს ყალბი გამჭვირვალობა რატომ „დააკოპირეთ“ რუსეთიდან?!“ , - განაცხადა ვაშაძემ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ