რომან გოცირიძე - ბატონო ანრი, რა განსხვავებაა ცალ ფეხზე ხტუნაობასა და ორ ფეხზე ხტუნაობას შორის? რომელი უფრო მაგარია - ცალ ფეხზე მოხტუნავე, თუ ორ ფეხზე მოხტუნავე?

გუშინ „ქართული ოცნების“ აქციაზე, რომელიც რეგიონიდან ჩამოყვანილი, ძალით მოყვანილი ხალხით ჩაატარეთ, ყოველი მეორე გამომსვლელი ამბობდა, რომ "ცალ ფეხზე არ იხტუნავებდა" - რა განსხვავებაა, ბატონო ანრი, ცალ ფეხზე ხტუნაობასა და ორ ფეხზე ხტუნაობას შორის? რომელი უფრო მაგარია - ცალ ფეხზე მოხტუნავე, თუ ორ ფეხზე მოხტუნავე? - ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა რომან გოცირიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით წარადგენს.

რომან გოცირიძემ ოხანაშვილის მისამართით აღნიშნა, რომ მას არც ერთი კითხვისთვის არ უპასუხია და "საკმაოდ ბევრი დრო მოანდომა 20 წლის წინ მომხდარ თემებზე საუბარს".

„ბატონო ანრი, არ გაეცით თქვენ არც ერთ კითხვას პასუხი, მათ შორის, არც ჩემს კითხვას და ნახევარსაათიანი გამოსვლა გქონდათ რაღაც ფილოსოფიურ თემებზე, მათ შორის, ვინ რომელი ჯილდო მიიღო 20 წლის წინ. ამიტომ მიპასუხეთ ერთ შეკითხვაზე - გუშინ „ქართული ოცნების“ აქციაზე, რომელიც რეგიონიდან ჩამოყვანილი, ძალით მოყვანილი ხალხით ჩაატარეთ, ყოველი მეორე გამომსვლელი ამბობდა, რომ "ცალ ფეხზე არ იხტუნავებდა". იმავეს ამბობდით აქ პარლამენტში ნახევარი წელია, რაღაც სიტყვა გამოიგონეთ, ვერ გავიგე, „დავგუგლე“, ვეძებე ქართული ხალხური გამოთქმები... რა განსხვავებაა, ბატონო ანრი, ცალ ფეხზე ხტუნაობასა და ორ ფეხზე ხტუნაობას შორის. რომელი უფრო მაგარია - ცალ ფეხზე მოხტუნავე, თუ ორ ფეხზე მოხტუნავე? ცალ ფეხს ხომ მეტი ოსტატობა უნდა?!“- განაცხადა გოცირიძე.

რომან გოცირიძეს სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა უპასუხა.

„ბატონო რომან, ცალ ფეხზე ხტუნაობა ახსენა გიორგი ბურჯანაძემ, რომელიც იყო სახალხო დამცველის მოადგილე. მან პირდაპირ მოგვიწოდა, რომ თუ გვეტყვის ევროკავშირი ცალ ფეხზე იხტუნავეთო, ცალ ფეხზე უნდა ვიხტუნაოთ ერთი კვირაო", - განაცხადა ყაველაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება