თეონა აქუბარდია ანრი ოხანაშვილს - ფაქტია ის, რომ კახა კალაძე 7 ნოემბრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის გვერდით იდგა და „ნაცმოძრაობას“ მხარს უჭერდა, ფაქტია ის, რომ ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილის უკან იდგა 7 ნოემბრის მერე

ბატონო ანრი, ფაქტია ის, რომ კახა კალაძე 7 ნოემბრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის გვერდით იდგა და „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს უჭერდა. ფაქტია ის, რომ ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილის უკან 7 ნოემბრის მერე იდგა, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ანრი ოხანაშვილს პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

აქუბარდიამ ოხანაშვილს მოუწოდა, რომ დეპუტატების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხოს.

„ბატონო ანრი, ფაქტია ის, რომ კახა კალაძე 7 ნოემბრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის გვერდით იდგა და „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს უჭერდა. ფაქტია ის, რომ ბიძინა ივანიშვილი იდგა მიხეილ სააკაშვილის უკან 7 ნოემბრის მერე და ფაქტია ის, რომ უამრავი თქვენი დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელები იყვნენ. სირცხვილია და უნდა დაამთავროთ ეს ამბავი. აი, აქ, ამ დარბაზში, მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ არ ზის, უმეტესობა სწორედ, იმ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო. ის კაცი (მურუსიძე), რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა მსხვერპლად გამოაცხადა, რომელიც არის სანდრო გირგვლიანის საქმის მთავარი მოსამართლე, ის {მურუსიძე} რომ დაიცვათ, მათ შორის, მაგის გამო ეს კანონი შემოგაქვთ“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს