ანრი ოხანაშვილი გიორგი ვაშაძეს - ბინა კიდევ გაქვთ გაქირავებული რუსებზე? ცხოვრებაში რამე გადაგიხდიათ ქველმოქმედებისთვის?

ბატონო გიორგი, სახელმწიფოსთვის რამდენი გადაგიხდიათ ქველმოქმედებისთვის, ცხოვრებაში რამე გადაგიხდიათ? ბინა გაქირავებული გაქვთ კიდევ რუსებზე? - ნუ იწყევლები, კაცი ხარ და მომისმინე, - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, რომელმაც ანრი ოხანაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე საუბარი გააპროტესტა.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პარლამენტში მყოფ ოპოზიციონერ დეპუტატებს საუბრის მორალური უფლება არ აქვთ.

„რა მორალური უფლებით საუბრობთ ან სამადაშვილი, ან ნაცვლიშვილი, ან ორდენოსანი ვაშაძე. რა მორალური უფლებით საუბრობთ? სიმწრის სიცილი რომ გაქვთ, სარკეში ჩაიხედეთ. არ გრცხვენიათ? რა მორალური უფლებით საუბრობთ ცალ ფეხზე რომ დგახართ და განცხადებებს იშველიებთ?“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, ანრი ოხანაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს თავის დროზე პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა და მათ „კიდევ ბევრჯერ მოგიწევთ ამ პოლიტიკურ განაჩენის დაგემოვნება“.

„ჩვენს საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილს თქვენმა რეჟიმმა წაართვა საქართველოს მოქალაქეობა, ხოლო თქვენმა ბელადმა, „ვივამედის“ კლინიკის პაციენტმა დათმო მოქალაქეობა და ბიძინა ივანიშვილს ეს რადიკალები ვერ პატიობენ, რომ ქართველ ხალხთან ერთად გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი. უნდა დაელოდოთ, კიდევ ბევრჯერ მოგიწევთ ამ პოლიტიკურ განაჩენის დაგემოვნება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს