თინა ბოკუჩავა - ბატონო ანრი, დღეს თქვენგან გავიგეთ, რომ ამერიკულ, ფრანგულ, გერმანულ კანონებს თქვენ უკეთ იცნობთ - იქნებ, დაეხმაროთ გერმანიის კანცლერს, რომ საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას გაეცნოს

ბატონო ანრი, დღეს თქვენგან გავიგეთ, რომ ამერიკულ, ფრანგულ, გერმანულ კანონებს თავად ქვეყნის წარმომადგენლებზე უკეთ იცნობთ - იქნებ, თქვენ დაეხმაროთ გერმანიის კანცლერს, რომ საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას გაეცნოს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

„ბატონო ანრი, დღეს თქვენგან გავიგეთ, რომ ამერიკულ კანონს ამერიკელებზე უკეთ იცნობთ, ფრანგულ კანონს - ფრანგებზე უკეთ, გერმანულს - გერმანელებზე, მათ შორის, გერმანიის კანცლერზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რაზეც ანრი ოხანაშვილმა უპასუხა, რომ „გერმანიის კანცლერი თავად იურისტი არ არის“. აღნიშნულზე თავის მხრივ, ბოკუჩავამ ასე უპასუხა: „არც იურისტები ჰყავს იმისთვის, რომ კომპეტენტური ინფორმაცია მიაწოდონ და იქნებ, თქვენ დაეხმაროთ, რომ საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას გაეცნონ. ალბათ, ძალიან მადლობლები იქნებიან, თუ თქვენ დაეხმარებით".

გარდა ამისა, თინა ბოკუჩავას თქმით, თუ მთავრობას შავი ფულის გამჭვირვალობა აინტერესებს, ბიძინა ივანიშვილის ფულით უნდა დაინტერესდეს.

"შავი ფულის გამჭვირვალობა თუ გინდათ, უპირველეს ყოვლისა, ივანიშვილის შავი ფულით დაინტერესდით, რომელმაც ოფშორების შესახებ კანონები იმიტომ მიიღო, რომ საქართველოში მილიარდები გადასახადში 1 თეთრის დახარჯვის გარეშე გადმორიცხოს. შავი ფული გაქვთ თქვენ და ეს ხალხმა ძალიან კარგად იცის“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება