პროკურორი - ორივე ბრალდებულმა 13 წლის გოგონას დედამ და ბიძამ აითაჯ შახმაროვას მიმართ ჩაიდინეს დანაშაულები - ბიძა წარსულში ქალზე ძალადობასთან დაკავშირებით იყო ნასამართლევი და სასამართლომ ეს გარემოებაც გაიზიარა

14 წლის აითაჯ შახმაროვას საქმის პროკურორი, ხატია გოგრიჭიანი განმარტავს, თუ რატომ მიუსაჯა სასამართლომ მოკლული გოგონას ბიძასა და დედას განსხვავებული სასჯელი.

როგორც გოგრიჭიანი აღნიშნავს, აითაჯ შახმაროვას ბიძა, ნატიკ მაგარამოვი წარსულში, ქალზე ძალადობისთვის იყო ნასამართლევი, რის გამოც, მას გოგონას დედისგან განახვავებული სასჯელი მიესაჯა.

"სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული და აშკარა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელმაც ნათლად და ცალსახად დაადასტურა, რომ ორივე ბრალდებულმა 13 წლის გოგონას დედამ და ბიძამ მის მიმართ ჩაიდინეს დანაშაულები - ქორწინების იძულება და მის მიმართ განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტის შეუტყობინებლობა, რაც მძიმე დანაშაულია. რაც შეეხება დანიშნულ სასჯელებს, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების პიროვნულ მახასიათებლებს, ამ შემთხვევაში ნატიკ მაგარამოვი წარსულში ქალზე ძალადობასთან დაკავშირებით იყო ნასამართლევი, სასამართლომ სწორედ ეს გარემოება გაიზიარა",- განაცხადა გოგრიჭიანმა.

რაც შეეხება იმას, გაასაჩივრებს თუ არა პროკურატურა სასჯელის ნაწილში განაჩენს, ხატია გოგრიჭიანის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც განაჩენის დასაბუთებულ ნაწილს გაეცნობა.

ცნობისთვის, 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დედა, ეგანა მაგარამოვა და ბიძა ნატიკ მაგარამოვი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია შოშიაშვილის გადაწყვეტილებით, ეგანა მაგარამოვას 3 წლის ვადით, ნატიკ მაგარამოვს კი 3,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს