სტუდენტები, რომლებიც პარლამენტთან მიმდინარე აქციას მარშით შეუერთდნენ, პარლამენტის შენობას წრეს შემოარტყამენ - ისინი სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს!”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საპროტესტო აქციას მარშით შეუერთდნენ, პარლამენტის შენობას წრეს არტყამენ.

მათ გადაწყვეტილი აქვთ შეუერთდნენ აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც პარლამენტის უკანა შესასვლელთან არიან შეკრებილები.

რუსთაველის გამზირზე მარშით მოსულმა სტუდენტებმა აქ შეკრებილებს კორდონის გაკეთება სთხოვეს იმისათვის, რომ პარლამენტს წრე შემოარტყან.

მარშის მონაწილეები სკანდირებენ: “სტუდენტები,სტუდენტები”, “არა რუსულ კანონს!”.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. ამ დროისთვის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე