ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას - თუ გსურთ, ”უცხოური ძალის” დეფინიცია სიტყვა-სიტყვით აშშ-ს FARA-დან და საფრანგეთის კანონიდან გადმოვიტანოთ, დაუჭერთ მხარს?

თუ გსურთ, ”უცხოური ძალის” დეფინიცია სიტყვა - სიტყვით აშშ-ს FARA-დან და საფრანგეთის კანონიდან გადმოვიტანოთ! დაუჭერთ მხარს? - მხარს ამასაც არ უჭერთ! - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კი მოითხოვა, რომ სხდომის ოქმში დაფიქსირდეს, რომ აღნიშნულს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.

ამასთან, ოხანაშვილმა ოპოზიციის პასუხად დაადასტურა, რომ საფრანგეთმა როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ, კანონის რეგულაციიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნები გამორიცხა, თუმცა როგორც განაცხადა, “არ გამორიცხა აშშ-ი, კანადა, დიდი ბრიტანეთი და ნებისმიერი სხვა ქვეყანა“.

პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით - მუხლობრივად იხილავს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება