პოლიციამ პარლამენტთან მომიტინგეების დაკავება დაიწყო

ჩიტაძის ქუჩაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის კვლავ დაპირისპირებაა. პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავებაც დაიწყო. ამ დროისთვის ტერიტორიიდან არაერთი მომიტინგეა გაყვანილი.

ამასთან, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა კიდევ რამდენჯერმე გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი. არიან დაშავებულები.

როგორც აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა განაცხადა, დაკავებულები იქნენ სამართალდამრღვევები ადმინისტრაციული წესით. მისი თქმით, პოლიციის ბევრი თანამშრომელია დაშავებული.

„სამართალდარღვევა გამოიხატებოდა პოლიციის დაუმორჩილებლობაში. ბოთლების წვიმას ხედავდით? ყველამ ნახა! მადლობა, რომ ამდენი კამერებით ხართ, ყველა დაინახავთ ყველაფერს. ჩვენი ბევრი თანამშრომელია დაშავებული“,- განაცხადა სამართალდამცველმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა