აქციის რამდენჯერმე დაშლის მიუხედავად, მომიტინგეები ისევ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ

რუსთაველის გამზირზე, სადაც მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, კვლავ ხმაური და დაძაბულობაა.

აქციის მონაწილეები რამდენჯერმე დაშლის მიუხედავად, ისევ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ. მათი ნაწილი სპეცრაზმის წინ ხელებაწეული დგას.

როგორც ისინი აცხადებენ, დაშლას არ აპირებენ მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ მათ დასაშლელად რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი, ე.წ. წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი. საპასუხოდ, აქციის მონაწილეები სპეცრაზმის მიმართ წყლის ბოთლებს ისვრიან. არეულობების შედეგად, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

არიან დაშავებულებიც, რომელთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „რუსებო, მონებო, გაუმარჯოს საქართველოს“.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს