ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს

ლოპოტა სპა რეზორტი უკვე ტრადიციად ქცეულ კერამიკის საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს 15-28 მაისს მასპინძლობს.

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ლოპოტაზე შეკრებილმა არტისტებმა უკვე დაიწყეს 2-კვირიანი სამუშაო პროცესი ახალ კერამიკულ ქმნილებებზე.

სტუმრებისთვის მოეწყობა ვორქშოფები და მასტერკლასები.2 კვირის განმავლობაში მსოფლიოს 10 ქვეყნიდან მოწვეული 14 არტისტი საბაღო-საპარკო კერამიკულ ქანდაკებებს სტუმრების თვალწინ შექმნის.

ლოპოტაზე უკვე საკუთარი ავთენტური ადგილი დაიკავეს 2022 და 2023 წლებში შექმნილმა ნამუშევრებმა.

რიგით მე-3 სიმპოზიუმი ლიკანის მხარდაჭერით, ლოპოტა სპა რეზორტისა და კრეატიული კერამიკული სტუდიის WHITE Studio -ს ორგანიზებით და კომპანია „ლიკანის“ მხარდაჭერით ტარდება.

ლოპოტას ტბასთან კერამიკული ქანდაკებების და პირველი ღია მუზეუმის შექმნის იდეა ჯერ კიდევ წლების წინ, რეზორტის დამფუძნებელს - გოგა მაისურაძეს ეკუთვნოდა, 2022 წელს გამართული პირველი სიმპოზიუმი სწორედ მის ხსოვნას მიეძღვნა. სიმპოზიუმს ყოველწლიური ხასიათი მიეცა.

Bird of Paradise- ის მიზანია დააკავშიროს ხელოვნების ამ დარგით დაინტერესებული არტისტები, დამთვალიერებლებს კი უმასპინძლოს მათ თვალწინ ნამუშევრების შექმნის საინტერესო პროცესებით.

2024 წლის სიმპოზიუმზე მოწვეული არტისტები:

Claude Aussage - საფრანგეთი

Elizabeth Le Retif - საფრანგეთი

Julia Repina - გერმანია

Reinhard Keitel - გერმანია

Douglas Black - იაპონია

Mamie Yamamoto - იაპონია

Ruth Hazi - ისრაელი

Sayumporn Kasornsuwan -ტაილანდი

Elina Titane - ლატვია

Delia Maxim - რუმინეთი

Radenko Orovic - სერბეთი

ნატო ერისთავი - საქართველო

ოთარ ვეფხვაძე - საქართველო

მალხაზ შველიძე - საქართველო.

კერამიკის საერთაშორისო სიმპოზიუმი Bird of Paradise ერთ-ერთია ლოპოტას ტრადიციად ქცეული წლიური ღონისძიებებიდან.

(R)

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება