სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეთა დასაშლელად ისევ ე.წ. გაზის კაფსულები გაუშვეს

სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა დასაშლელად ე.წ. გაზის კაფსულები კიდევ ერთხელ ისროლეს.

ცრემლსადენი გაზის გაშვება მას შემდეგ მოხდა, რაც აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმს წყლის ბოთლები და სხვადასხვა საგანი ისროლეს.

პერიოდულად სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებასაც აქვს ადგილი. ხდება აქციის მონაწილეების დაკავება, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ საუბრობს.

ამასთან, აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ ნაგვის ურნებით, სკამებით და ბარიკადებით. ისინი სკანდირებენ: "მონებო, მონებო; "არა რუსულ კანონს".

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს