სალომე სამადაშვილი - გომელაური უნდა გადადგეს! უნდა დაიწყოს გამოძიება მისი და იმ სამართალდამცველების წინააღმდეგ, რომლებმაც ქართველ ხალხზე იძალადეს - ბრძოლა აბსოლუტურად ახალ ეტაპზე გადადის!

გომელაური უნდა გადადგეს! უნდა დაიწყოს გამოძიება გომელაურის და იმ სამართალდამცველების წინააღმდეგ, რომლებმაც გუშინ ქართველ ხალხზე იძალადეს, - ბრძოლა აბსოლუტურად ახალ ეტაპზე გადადის! - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ “რუსული კანონი“ უნდა გაიწვიოს და ამ მხრივ, ხელისუფლებაზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდება.

„ის, რაც ჩვენ ვნახეთ, პოლიტიკური ძალადობა, მათ შორის, პოლიტიკური პარტიის ლიდერის უმოწყალოდ ცემა, არის ქვეყანაში პოლიტიკური ძალადობის ახალი ეტაპი. ზუსტად ასე დაიწყო ყველაფერი რუსეთში და დამთავრდა იმით, რომ პოლიტიკოსებს კი არ სცემდნენ, არამედ მოკლეს და გაანადგურეს. ბიძინა ივანიშვილი არის რუსი, 83 დეპუტატი, რომელმაც მხარი დაუჭირა „რუსულ კანონს“ არის რუსების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში. ეს ხელისუფლება აბსოლუტურად არის გასული კონსტიტუციური ჩარჩოდან,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება