თეონა აქუბარდიას ინფორმაციით, სხდომათა დარბაზში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, მათ შორის დიმიტრი ხუნდაძემ ოპონენტებს წიგნი ესროლა

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

მისი თქმით, დაპირისპირება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ყალბ სურვილს მოჰყვა, რომ წუხილი გამოეხატა ხაბეიშვილის ცემასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ქალებს ესვრიან წიგნებსა და ბოთლებს. კერძოდ, აქუბარდია აღნიშნავს, რომ ქალების მისამართით წიგნი „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ისროლა.

„ფიზიკური ცემა-ტყეპაა ქალებთან. ქალებსაც ესვრიან [ბოთლებს] „ქართული ოცნების“ დეპუტატები. მივიდა პაპუაშვილი იმიტომ, რომ ხაბეიშვილისთვის ეთქვა, რომ წუხს და თიკამ უთხრა, რომ გასულიყო, რომ მათი წუხილი არავის სჭირდებოდა. დაიწყო შემდეგ ჩხუბი. მივიდნენ კაცები. ახლაც მიდის, ქალებს ესვრიან ბოთლებს. მიდის ფიზიკური ჭიდაობა. ეს არის დამთავრებული ამბავი, ამ ქვეყანაში აღარ არსებობს აღარც პარლამენტი აღარც დემოკრატია. ხუნდაძემ წიგნი ისროლა და დაიწყო დაპირისპირება,“ - განაცხადა აქუბარდიამ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა