ეკა გიგაური - გერტ იან კოპმანისთან შეხვედრაზე ვისაუბრებ გუშინ დარბეულ აქციაზე, იმაზეც, სად მიჰყავს ქვეყანა „ქართული ოცნებას“ - მათ აღარ უნდათ ევროპა, ნატო,  ყველაფერს აკეთებენ, რომ ამ მიზანს მიაღწიონ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორთან, გერტ იან კოპმანისთან აუცილებლად ისაუბრებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე გუშინ განვითარებულ მოვლენებზე.

როგორც გიგაურმა შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის შეხვედრაზე ყურადღებას გაამახვილებს იმაზეც, თუ როგორ და რა გზით შეიძლება „საქართველო გადაარჩინონ“.

„რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან საუბრის მთავარი თემა იქნება ის, თუ სად მიჰყავთ ჩვენი ქვეყანა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. აქ აშკარად არის, რომ მათ გადაწყვიტეს საგარეო კურსის ცვლილება, რომ საქართველო რუსეთის მიმართულებით წაიყვანონ. მათ აღარ უნდათ ევროპა, ნატო, შესაბამისად, აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ამ მიზანს მიაღწიონ. ეს იქნება ჩემი მხრიდან საუბრის მთავარი თემა, ცხადია, ჩვენ ვისაუბრებთ გუშინ დარბეულ აქციაზეც. კონკრეტულად ვისაუბრებთ, რა უფრო მეტი დაირღვა, ჩვენი მოქალაქეების. აგრეთვე, ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ“, - განაცხადა გიგაურმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს