შსს - სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა პარლამენტის ტერიტორია სრულად დატოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა, მას შემდეგ, რაც დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შენობიდან უსაფრთხო გამოსვლა უზრუნველყვეს, სრულად დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, - ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროტესტის გამომხატველებს შესაძლებლობა აქვთ, აქცია მათთვის სასურველ ადგილზე გამართონ.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და არ განახორციელონ ძალადობრივი ქმედებები", - აღნიშნულია განცხადებაში.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა