მიხეილ სარჯველაძე - სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო - მათი შრომა ძალიან დასაფასებელია

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ - სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო, მათი შრომა ძალიან დასაფასებელია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, 30 აპრილს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს, ადგილზე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარება ხელმისაწვდომი არ იყო, მოქალაქეების დაძაბვასა და ხელისუფლებისთვის, რეპუტაციული ზიანის მიყენებას ისახავდა მიზნად.

„მოვკარი თვალი ისეთ ინფორმაციას, რომ სასწრაფოს ხელმიუწვდომლობის გამო, სტუდენტები ქაშუეთის ეზოში იყვნენ. ეს მაშინ, როდესაც ადგილზე იყვნენ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, რომლებიც მზად იყვნენ ადამიანებისთვის დახმარების გასაწევად. იმ კონკრეტულ ადგილზე, მინიმუმ, ორი ეკიპაჟი იყო მობილიზებული, რომელიც იმ დროისთვის, არავის სჭირდებოდა. ეს იყო გამიზნულად, რათა ადამიანები უფრო მეტად დაეძაბათ და შეშფოთებულები გაეხადათ და ამ კუთხითაც მიეყენებინათ რეპუტაციული ზიანი ხელისუფლებისთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა, ასევე, ისაუბრა დაზარალებულ მოქალაეებზე. მისი თქმით, მძიმე და დრამატული ინფორმაციები ვრცელდებოდა იმის შესახებ, თითქოს, ასეულობით ადამიანია დაზარალებული.

„ჰოსპიტალიზაცია 11 ადამიანს დასჭირდა. მათგან 6 სამართალდამცავია, ხოლო 5 - მოქალაქე. მათი მდგომარეობა არცერთ შემთხვევაში არა არის მძიმე. აქვთ სხვა დონის ტრავმები. შესაბამისად, ყველა მათგანთან მიმართებაში მიმდინარეობს მკურნალობა.ზოგიერთის შემთხვევაში, ეს გაცილებით მარტივადაა, ზოგიერთის შემთხვევაში, ეს შეიძლება, გახანგრძლივდეს, მაგრამ ეს ტრავმები არსებითად მძიმე და სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის ”, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე