ალექსანდრე დარახველიძე - აქციის მონაწილეები სხვადასხვა ნივთისა და კონსტრუქციის, ასევე გაურკვეველი წარმოშობის ცრემლსადენი აირის გამოყენებით ცდილობენ პარლამენტის შენობაში შეჭრას და ახორციელებენ თავდასხმებს პოლიციელებზე

აქციის მონაწილეები ძალადობრივი ქმედებებით, სხვადასხვა ნივთისა და კონსტრუქციის გამოყენებით, ასევე გაურკვეველი წარმოშობის ცრემლსადენი აირის გამოყენებით ცდილობენ პარლამენტის შენობაში შეჭრას და ახორციელებენ თავდასხმებს პარლამენტის შენობაში მყოფ პოლიციელებზე, - ამის შესახებ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ძალადობრივი ქმედებების შედეგად“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი დაშავდა.

„საზოგადოება სხვადასხვა ტელეარხის პირდაპირი ეთერით თვალს ადევნებდა, რომ აქციის მონაწილეები ძალადობრივი ქმედებებით, სხვადასხვა ნივთისა და კონსტრუქციის გამოყენებით, ასევე გაურკვეველი წარმოშობის ცრემლსადენი აირის გამოყენებით ცდილობენ პარლამენტის შენობაში შეჭრას და ახორციელებენ თავდასხმებს პარლამენტის შენობაში მყოფ პოლიციელებზე. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა. ბოლო ორი დღის განმავლობაში აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 7 თანამშრომელი, რომელთაგან ერთს ჩაუტარდა ოპერაცია და ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის ბოთლებს და ქვებს, ცრემლსადენ და მხუთავ აირებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობაში და ეზოში განთავსებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ესვრიან. ასევე, საზოგადოებამ კარგად იხილა, როგორ აზიანებდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე ადმინისტრაციულ შენობაზე განთავსებულ ვიდეო-სამეთვალყურეო კამერას“,- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის