საქართველოში გერმანიის ბუნდესთაგის კულტურისა და მედიის კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი შედგა

28 აპრილიდან 2 მაისამდე საქართველოში იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესთაგის კულტურისა და მედიის კომიტეტის დელეგაცია, რომელიც შედგებოდა შემდეგი წევრებისგან: კომიტეტის თავმჯდომარე კატრინ ბუდე (SPD), დეპუტატები მარტინ რაბანუსი (SPD - სოციალ-დემოკრატიული პარტია), მიხაელ ზახერი (კავშირი 90/მწვანეები) და თომას ჰაკერი (FDP - თავისუფალი დემოკრატიული პარტია). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, თბილისში დელეგაცია შეხვდა ქართული ანალიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე კულტურის დარგში მოღვაწე გერმანული ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ეწვია გერმანიის პარტნიორ სკოლას თელავში, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ გერმანული ენის დიპლომის გამოცდის ჩაბარება.

„ორმხრივი კულტურული ურთიერთობების გარდა, შეხვედრების თემა იყო ადგილობრივი კულტურისა და მედიის სფეროს წარმომადგენელთა მდგომარეობა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება.

1 მაისს დელეგაციის წევრები წინანდალში დაესწრნენ ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ევროპულ კონცერტს, რომელსაც დანიელ ჰარდინგი დირიჟორობდა. 1991 წლიდან ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი ყოველ 1 მაისს ატარებს ევროპულ კონცერტს ევროპის ერთ-ერთ ქალაქში და წელს იგი პირველად ჩამოვიდა საქართველოში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს