კახა კალაძე - საქართველოს ვერავინ „დააჩმორებს“ - „დაგასპოილერებთ“ და გეტყვით, რომ გაიხსნება მოლაპარაკებები და „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა

შემიძლია „დაგასპოილეროთ“ და გითხრათ, რომ აუცილებლად გაიხსნება მოლაპარაკებები და „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს“ მესამე მოსმენით ძალიან მალე მიიღებს.

თბილისის მერმა, აქციაზე გუშინ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა.

„გულწრფელად მჯერა ის, რომ არის რადიკალების დაჯგუფება, კონკრეტული ადამიანები, რომელსაც კეზერაშვილის სიძე, ვინმე ჩიქოვანი, ასევე „ფრანკლინის კლუბი“ და კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მართავს, რომელიც უცხო ძალებისგან ფინანსდება. უკვე მეორე მოსმენით არის კანონი მიღებული. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გამოაშკარავდეს ვინ, საიდან ფინანსდება და რა მიზნით. ყველაფერი უნდა იყოს დეკლარირებული, ღია და გამჭვირვალე. ძალიან მალე მესამე მოსმენით მივიღებთ აღნიშნულ კანონს და თქვენთვის ერთ საინტერესო და მნიშვნელოვან თემასაც გეტყვით, ვიცი, ძალიან გაგიხარდებათ. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება. შემიძლია „დაგასპოილეროთ“ და გითხრათ, რომ აუცილებლად გაიხსნება მოლაპარაკებები და „ქართული ოცნების“ პირობებში, აუცილებლად გახდება საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა, ოღონდ ისეთი კი არა გაფარჩაკებული და „დაჩმორებული“, ამაყი, თავაწეული, ორ ფეხზე მდგომი, ღირსებით სავსე. ეს მინდა იცოდეს ყველამ!“ -განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, „საქართველოს ვერავინ „დააჩმორებს“.

„ვერავინ გაბედავს და საქართველოს ვერ „დააჩმორებს“, ყოველ შემთხვევაში, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში. ასევე, ერთი რამ ყველა დაიმახსოვრეთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, საქართველო არასდროს გახდება ვინმეს ვასალი“, - განაცხადა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს