გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ დღეს ხალხს დაემალა - პარლამენტი თავისუფალია, პარლამენტი უბრუნდება ხალხს

პარლამენტის შენობაში არაფერია მოსაწესრიგებელი, ეს არის კიდევ ერთი დიდი ტყუილი - აგერ, ვიარე დერეფნებში და კაციშვილი არ არის შიგნით. რამდენ ხანს დაიმალებიან? - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ პარლამენტი დატოვა და საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლას,როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ილია დარჩიაშვილი უნდა გადადგეს და თქვას, რომ „ეროვნული ინტერესების ღალატის აქტს არ შეასრულებს“, თუმცა მას ამის გამბედაობა და ვაჟკაცობა არ აქვს.

ამასთან, ვაშაძემ მოქალაქეებს 19:00 საათზე დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ გამარჯვება ძალიან ახლოსაა.

„დღეს „ქართული ოცნება“ დაიმალა, ხალს დაემალა, იმიტომ, რომ არაფერი სათქმელი აღარ დარჩათ. ყველაფერი ნათელია, რომ ისინი ღალატობენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. შენობის შიგნით არაფერია მოსაწესრიგებელი, ეს არის კიდევ ერთი დიდი ტყუილი. აგერ, ვიარე დერეფნებში და არავინ არის შიგნით. რამდენ ხანს დაიმალებიან? ფაქტია, რომ სათქმელი არაფერი აქვთ. რა უნდა თქვას საგარეო საქმეთა მინისტრმა? ერთადერთი, უნდა გადადგეს და თქვას, რომ „მე არ შევასრულებ ეროვნული ინტერესების ღალატის აქტს", რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აიძულებს „ქართლ ოცნებას“, მაგრამ სამწუხაროდ, მას ამის გამბედაობა და ვაჟკაცობა არ აქვს, ამიტომ დაიმალა. პარლამენტი თავისუფალია. პარლამენტში მხოლოდ ოპოზიცია არის. ხელისუფლებამ დატოვა პარლამენტი. ფაქტობრივად, პარლამენტი უბრუნდება ხალხს,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის