არჩილ თალაკვაძე - საჭიროა მეტი სიმშვიდე და ყურადღება საფრთხეების მიმართ, ამის ნაცვლად ვხედავთ ზურაბიშვილის განცხადებებს, რომელიც პირიქით, ცეცხლზე ნავთს ასხამს და საზოგადოება კიდევ უფრო მეტ დაძაბულობაში შეჰყავს

საჭიროა მეტი სიმშვიდე, მეტი ყურადღება საფრთხეების მიმართ, რაც ჩანს ქუჩაშიც და რეგიონშიც, ამის ნაცვლად ვხედავთ [სალომე ზურაბიშვილის] განცხადებებს, რომელიც პირიქით, ცეცხლზე ნავთს ასხამს და საზოგადოება კიდევ უფრო მეტ დაძაბულობაში შეჰყავს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, უმრავლესობის დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის განცხადება შეაფასა, რომ „ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა“.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება ძალიან უპასუხისმგებლოა და ეს არის მორიგი თავდასხმა ქვეყნის ხელისუფლებაზე და გუნდის ლიდერზე, ბიძინა ივანიშვილზე.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, უსაფუძვლო სპეკულაციები ასეთი მაღალი თანამდებობის მქონე პირს არ შეეფერება.

„ძალიან უპასუხისმგებლო განცხადებაა და ეს არის მორიგი თავდასხმა ქვეყნის ხელისუფლებაზე და ჩვენი გუნდის პოლიტიკურ ლიდერზე, ბიძინა ივანიშვილზე, რომლის ლიდერობითაც რეალურად, ქვეყანაში დაბრუნდა ევროპული პერსპექტივა, ადამიანის უფლებების პატივისცემა, ჯანსაღი ეკონომიკა და საქართველომ მიაღწია არსებით პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე. ასევე, სწორედ მისი დიდი დამსახურება არის, რომ საქართველოს აქვს პირველი 11-წლიანი პერიოდი, როდესაც ქვეყანაში არის მშვიდობა და უსაფრთხოება დაცული, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი განაგრძობს ოკუპაციას და რეგიონში არის უმძიმესი ომი უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის ობიექტური შეფასებები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, დანარჩენი არის უსაფუძვლო სპეკულაცია, რომელიც ასეთი მაღალი თანამდებობის მქონე პირს არ შეეფერება და ძალიან ცუდად ახასიათებს. ეს არ არის ის, რაც საზოგადოებას დაჰპირდა წინასაარჩევნოდ. ის მოქალაქეებს ეუბნებოდა, რომ იქნებოდა ზეპარტიული, გამაერთიანებელი და ობიექტური ადამიანი, რომელიც ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტს გამოიყენებდა ქვეყნის ინტერესებისათვის. ახლა ვხედავთ, რომ კოორდინაციას უწევს ხშირ შემთხვევაში სწორედ რადიკალურ ძალებს და მისი განცხადებები, დღის წესრიგი დიდი წილად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს, მით უმეტეს, ამ დღეებში, როდესაც საჭიროა მეტი სიმშვიდე, მეტი ყურადღება საფრთხეების მიმართ, რაც ჩანს ქუჩაშიც და რეგიონშიც, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ამის ნაცვლად ვხედავთ, განცხადებებს, რომელიც პირიქით, ცეცხლზე ნავთს ასხამს და კიდევ უფრო მეტ დაძაბულობაში შეჰყავს საზოგადოება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა FRANCE 24 English-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის - ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისთვის ომის გამოცხადებაა“.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო