კობა კობალაძემ 2008 წლის ომის ვეტერანებთან შეხვედრა გამართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანებთან შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, კობა კობალაძემ, მათ დეტალურად გააცნო სამსახურის მუშაობის სპეციფიკა, მიზნები, ამოცანები, ის ერთობლივი პროექტები, რომლებიც სამსახურისა და სახელმწიფო ინსტიტუციების მიერაა შემუშავებული ვეტერანების წინაშე სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად.

კობა კობალაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო პარტნიორებთან ეფექტიან და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობაზე, რაც მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება. ამასთან, აგრარულ და ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის სფეროში ერთობლივი პროგრამები შემუშავდება.

მხარეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში ვეტერანების ჩართულობა, მათი გამოცდილებისა და ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელთაც, ჩვენს ქვეყანას, რუსული ოკუპაცია და გეოსტრატეგიული მდებარეობა უყენებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. ვეტერანებმა მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. ისაუბრეს ჯერ კიდევ გადასალახ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

დასასრულ, კობა კობალაძემ, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, სახელმწიფო ინსტიტუციებთან ერთად, ძალისხმევას არ დაიშურებს ვეტერანთა წინაშე ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების დასაძლევად. მან ვეტერანებს მათთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხში, კომპეტენციის ფარგლებში, თანადგომა აღუთქვა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს