არჩილ თალაკვაძე - სახელმწიფო იდგება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაიცვას თითოეული მოქალაქე, საზოგადოების უსაფრთხოება და წესრიგი - არავის მივცემთ საშუალებას, ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანოს

ეს არ იყო მშვიდობიანი პროტესტი. თუ ეს იყო მშვიდობიანი პროტესტი, ასეთი მშვიდობა ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება. საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ნახა პირდაპირი შეტევა საქართველოს პარლამენტზე, იყო ასევე ფიზიკური ძალადობის მაგალითები, დაშავებული არიან პოლიციელები - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ეს და სხვა მრავალი ფაქტი მიუთითებს, რომ გუშინ მშვიდობიანი მანიფესტაცია რეალურად გადაიზარდა ძალადობაში.

მისი თქმით, სახელმწიფო იდგება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაიცვას თითოეული მოქალაქე, საზოგადოების უსაფრთხოება და წესრიგი.

მისივე თქმით, სამართალდამცველებმა უზრუნველყვეს უსაფრთხოება, დაიცვეს როგორც მოქალაქეები ისე ინსტიტუტები. აქვე მან მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სამინისტროს და სასწრაფო დახმარების სამსახურს გაწეული სამუშაოსთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები არწმუნებდნენ საზოგადოებას, რომ ეს იყო მშვიდობიანი პროტესტი, ჩვენ გამოვთქვით ვარაუდი, რომ გუშინ და შემდეგ დღეებში იქნებოდა უკვე პირდაპირი მცდელობები, რომ ეს პროტესტი გადაიზარდოს ძალადობაში და პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის განხორციელება დაიწყოს, რაც გუშინ ნახა ჩვენმა საზოგადოებამ. ეს არ იყო მშვიდობიანი პროტესტი. თუ ეს იყო მშვიდობიანი პროტესტი, ასეთი მშვიდობა ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება. კიდევ ერთხელ მივმართავთ ორგანიზატორებს, მონაწილეებს, დარჩნენ მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში, დაიცვან კანონით დადგენილი წესები მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ.

სამართალდამცველებმა უზრუნველყვეს უსაფრთხოება, საერთო ჯამში დაიცვეს როგორც მოქალაქეები ისე ინსტიტუტები, დიდი სამუშაო გასწია ჯანდაცვის სამინისტრომ და სასწრაფო დახმარების სამსახურმა, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ.

რაც შეეხება კონკრეტულ პროცესებს, რისი აღწერაც და დოკუმენტირებაც მიმდინარეობს, საზოგადოებამ ეს ნახა პირდაპირ ეთერში - იყო პირდაპირი შეტევა საკანონმდებლო ორგანოზე, საქართველოს პარლამენტზე, იყო ასევე ფიზიკური ძალადობის მაგალითები, დაშავებული არიან პოლიციელები. ეს და სხვა მრავალი ფაქტი მიუთითებს, რომ გუშინ მშვიდობიანი მანიფესტაცია რეალურად გადაიზარდა ძალადობაში. სწორედ ამაზე ვაფრთხილებდით საზოგადოებას, რომ რადიკალური ოპოზიციის და პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმა იქნებოდა ასეთი. რა თქმა უნდა, სახელმწიფო იდგება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაიცვას თითოეული მოქალაქე, საზოგადოების უსაფრთხოება და წესრიგი. არავის მივცემთ საშუალებას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანოს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა