არჩილ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოს აქვს პირველი 11 წლიანი პერიოდი, როდესაც არის მშვიდობა და დაცულია უსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი განაგრძობს ოკუპაციას და რეგიონში არის უმძიმესი ომი უკრაინის წინააღმდეგ

უპირველეს ყოვლისა ეს ძალიან უპასუხისმგებლო განცხადებაა და ეს არის მორიგი თავდასხმა ქვეყნის ხელისუფლებაზე და ჩვენი გუნდის პოლიტიკურ ლიდერზე ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, რომლის ლიდერობითაც რეალურად ქვეყანაში დაბრუნდა ევროპული პერსპექტივა, დაბრუნდა ადამიანის უფლებების პატივისცემა, დაბრუნდა ჯანსაღი ეკონომიკა და საქართველომ მიაღწია არსებულ პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, ბიძინა ივანიშვილმა ომი გამოუცხადა საერთაშორისო პარტნიორებს.

თალაკვაძემ აღნიშნა, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურება არის, რომ საქართველოს აქვს პირველი 11 წლიანი პერიოდი, როდესაც ქვეყანაში არის მშვიდობა და უსაფრთხოება დაცული, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი განაგრძობს ოკუპაციას და რეგიონში არის უმძიმესი ომი უკრაინის წინააღმდეგ.

„ეს არის ობიექტური შეფასებები ბატონ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, დანარჩენი არის უსაფუძვლო სპეკულაცია, რომელიც ასეთი მაღალი თანამდებობის მქონე პირს არ შეეფერება და ძალიან ცუდად ახასიათებს. ეს არ არის ის, რაც საზოგადოებას დაჰპირდა წინასაარჩევნოდ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ის ეუბნებოდა მოქალაქეებს, რომ იქნებოდა ზეპარტიული, გამაერთიანებელი და ობიექტური ადამიანი, რომელიც ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტს გამოიყენებდა ქვეყნის ინტერესებისთვის. ახლა ვხედავთ, რომ კოორდინაციას უწევს, ხშირ შემთხვევაში, სწორედ რადიკალურ ძალებს და მისი განცხადებები, დღის წესრიგი დიდწილად ემთხვევა ასევე რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს. მითუმეტეს ამ დღეებში, როდესაც საჭიროა მეტი სიმშვიდე, საჭიროა მეტი ყურადღება საფრთხეების მიმართ, რაც ჩანს ქუჩაშიც და რეგიონშიც, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ამის ნაცვლად ვხედავთ განცხადებას, რომელიც პირიქით ნავთს ასხამს ცეცხლზე და კიდევ უფრო მეტ დაძაბულობაში შეჰყავს საზოგადოება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო