თამარ კორძაია - საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებას კონსტიტუციიდან გასვლას არ აპატიებენ - სანამ ხალხს ჰყოფნის მოთმინება და აძლევს შანსს, მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება

სანამ ამ ხალხს ჰყოფნის მოთმინება და აძლევენ შანსს ხელისუფლებას, რომ მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება, ჯობია მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ პარლამენტთან განუცხადა, სადაც აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გასაპროტესტებლად.

კორძაიას თქმით, კონსტიტუციიდან გასვლას საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებას არ აპატიებენ.

“ყველაზე მთავარი არის ის, რომ გუშინ საზოგადოებამ ხელისუფლებას აჩვენა, რომ კარგად იციან, როგორ გასცდნენ კონსტიტუციის ფარგლებს “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლები. კონსტიტუციიდან გასვლას საქართველოს მოქალაქეები ამ ხელისუფლებას არ აპატიებენ. აქ, გუშინ, ვერცერთი ვერ გამოვიდოდა და ვერ გაბედავდა გავლას, მაგრამ მე გავიარე მრავალგზის, გავლა, სუნთქვა იყო შეუძლებელი იმდენი ადამიანი იყო. აქედან გამომდინარე, მოვიდნენ აზრზე და დაუბრუნდნენ კონსტიტუციის ფარგლებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი, რომ გვინდა ევროპაში და ნატო-ში. მთელ მსოფლიოში ყველა ამბობს იმას, რომ მათი ეს გადაწყვეტილება საგარეო კურსის ცვლილებას ნიშნავს, ეს იციან ჩვენმა მოქალაქეებმა. კონსტიტუციის დარღვევას არ აპატიებენ. სანამ ამ ხალხს ჰყოფნის მოთმინება და აძლევენ შანსს ხელისუფლებას, რომ მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება, ჯობია მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება”, - განაცხადა კორძაიამ.

მან ასევე ისაუბრა, თბილისის მერის, კახა კალაძის სიტყვებზე, რითაც მან დღეს ჟურნალისტს მიმართა.

კახა კალაძე ყოველ კრიტიკულ მომენტში ადასტურებს იმას, რომ ის ვერასდროს გახდება პოლიტიკოსი და არ შეუძლია საკუთარი თავის მართვა. ოდნავი დისკომფორტის შემთხვევაშიც კი, გამოდის წონასწორობიდან და გადადის თავდასხმაზე. ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ დევნიან ჟურნალისტებს და საბოლოოდ უნდათ, რომ გაანადგურონ ჟურნალისტური საქმიანობა ამ კანონის მიღებით”, - განაცხადა კორძაიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს