თამარ კორძაია - საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებას კონსტიტუციიდან გასვლას არ აპატიებენ - სანამ ხალხს ჰყოფნის მოთმინება და აძლევს შანსს, მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება

სანამ ამ ხალხს ჰყოფნის მოთმინება და აძლევენ შანსს ხელისუფლებას, რომ მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება, ჯობია მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ პარლამენტთან განუცხადა, სადაც აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გასაპროტესტებლად.

კორძაიას თქმით, კონსტიტუციიდან გასვლას საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებას არ აპატიებენ.

“ყველაზე მთავარი არის ის, რომ გუშინ საზოგადოებამ ხელისუფლებას აჩვენა, რომ კარგად იციან, როგორ გასცდნენ კონსტიტუციის ფარგლებს “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლები. კონსტიტუციიდან გასვლას საქართველოს მოქალაქეები ამ ხელისუფლებას არ აპატიებენ. აქ, გუშინ, ვერცერთი ვერ გამოვიდოდა და ვერ გაბედავდა გავლას, მაგრამ მე გავიარე მრავალგზის, გავლა, სუნთქვა იყო შეუძლებელი იმდენი ადამიანი იყო. აქედან გამომდინარე, მოვიდნენ აზრზე და დაუბრუნდნენ კონსტიტუციის ფარგლებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი, რომ გვინდა ევროპაში და ნატო-ში. მთელ მსოფლიოში ყველა ამბობს იმას, რომ მათი ეს გადაწყვეტილება საგარეო კურსის ცვლილებას ნიშნავს, ეს იციან ჩვენმა მოქალაქეებმა. კონსტიტუციის დარღვევას არ აპატიებენ. სანამ ამ ხალხს ჰყოფნის მოთმინება და აძლევენ შანსს ხელისუფლებას, რომ მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება, ჯობია მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება”, - განაცხადა კორძაიამ.

მან ასევე ისაუბრა, თბილისის მერის, კახა კალაძის სიტყვებზე, რითაც მან დღეს ჟურნალისტს მიმართა.

“კახა კალაძე ყოველ კრიტიკულ მომენტში ადასტურებს იმას, რომ ის ვერასდროს გახდება პოლიტიკოსი და არ შეუძლია საკუთარი თავის მართვა. ოდნავი დისკომფორტის შემთხვევაშიც კი, გამოდის წონასწორობიდან და გადადის თავდასხმაზე. ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ დევნიან ჟურნალისტებს და საბოლოოდ უნდათ, რომ გაანადგურონ ჟურნალისტური საქმიანობა ამ კანონის მიღებით”, - განაცხადა კორძაიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის