გიორგი გახარია - მთავრობის განკარგულებები სრულად რომ გამოქვეყნდეს, „ოცნება“ არჩევნებს მოიგებს კი არა, პროტესტი, რომელიც ქუჩაშია, გაორმაგდება, რადგან იქ იქნება ჩვეულებრივი კორუფცია - ერთმანეთისთვის 1 ლარად ნაჩუქარი აქტივები

მთავრობის განკარგულებები სრულად რომ გამოქვეყნდეს, „ოცნება“ არჩევნებს მოიგებს კი არა, პროტესტი, რომელიც ქუჩაშია, გაორმაგდება, რადგან იქ იქნება ჩვეულებრივი კორუფცია, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

გიორგი გახარიას განმარტებით, „ქართული ოცნება“ კორუფციას ბიზნესმენების შანტაჟის იარაღად და ლოიალურობის საყიდლად იყენებს.

„ყველას აინტერესებს მთავრობის განკარგულებები, რომელსაც მთავრობის სხდომა განიხილავს და რომელსაც სჭირდება მინისტრების ხელის აწევა. იციან, ეს განკარგულებები სრულად რომ გამოქვეყნდეს, „ოცნება“ არჩევნებს მოიგებს კი არა, პროტესტი, რომელიც ქუჩაშია, გაორმაგდება, რადგან იქ იქნება ჩვეულებრივი კორუფცია. ერთმანეთისთვის ერთ ლარად ნაჩუქარი აქტივები.

მთავარი პრობლემა არის ის, რომ რაღაც მომენტში ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ კორუფცია არის ის დამატებითი ინსტრუმენტი, რომლითაც ძალაუფლების შენარჩუნება გაადვილდება. ეს არის შანტაჟისთვის იარაღიც და ლოიალობის ყიდვის რესურსიც. მარტივი ფეოდალური სისტემაა. ცხოვრებაში ბიზნესმენებს პოლიტიკურ განცხადებები გაუკეთებიათ? ახლა ხომ დაინახეთ, როგორც კი საჭირო გახდა? მარტო კორუფციაზეც არ არის ყველაფერი დამოკიდებული, ამ ბიზნესმენებს ურთიერთვალდებულებები აქვთ. ყველა, ვინც ბიუჯეტთან არის დაკავშირებული თავისი ბიზნესით, რა თქმა უნდა, მოწყვლადია”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, გიორგი გახარიამ გადაცემა „რეზიუმეში“, სავარაუდო კორუფციულ ფაქტებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, თუ პროკურატურას კორუფციულ ფაქტებზე რეაგირება არ ექნება, მაშინ თავად გამოაქვეყნებს კორუფციულ სქემაში ჩართული ადამიანების გვარებს და სახელებს.

„ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელიც წლები დასდევდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული შეთანხმება მიეღო, თუ კარგად მახსოვს 20-25 მილიონზე იყო, მისთვის კარები უბრალოდ დაკეტილი იყო და აკრძალული იყო ამაზე საუბარი, მან შეთანხმება მიიღო ჩემი წასვლის შემდეგ. იყო კიდევ ერთი ბიზნესმენი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის დროს ჩამორთმეული სასაცილო რაღაცების კორუფციულ გაცვლას ცდილობდა სხვა აქტივებში, უცებ ვხედავ, რომ ეს გაცვლა ხდება. ასევე, დიდი, მსხვილი აქტივები, რომლის გასხვისებაზე საუბარიც და ფიქრიც არ იყო და აკრძალული იყო, უცებ ეს გასხვისდა. ეს ყველაფერი პროკურატურამ უნდა დადოს, თუ არ დადებს, შემდეგ გვარებიც იქნება და სახელებიც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს