სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს - ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი აღასრულებს

სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს. ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე აღასრულებს.

პატრიარქმა მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ, საზოგადოებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს გააცნობენ.

ლიტურგიას ესწრება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

სიონის საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ წმინდა ცეცხლსაც, რომელსაც იერუსალიმიდან საქართველოში ჩამოაბრძანებენ.

იერუსალიმში, უფლის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი თბილისის დროით, წელს 15:13 საათზე გადმოვიდა.

ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა