ეკა ხერხეულიძე - მნიშვნელოვანია არ გაჩერდეს საპროტესტო მოძრაობა - ლოცვაც შეუძლიათ გააშარჟონ, მაგრამ მსმენელი აღარ ჰყავთ, ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად გონივრულად გამოვიყენებთ ამ დღეებს

ძალიან მნიშვნელოვანია არ გაჩერდეს საპროტესტო მოძრაობა, მთელი ხიბლი ამაში მდგომარეობს - ლოცვაც შეუძლიათ გააშარჟონ, მაგრამ მსმენელი აღარ ჰყავთ, ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად გონივრულად გამოვიყენებთ ამ დღეებს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ძალაუფლება ხალხმა უნდა გადაიბაროს, რადგან ქვეყანა სწორ კალაპოტში ჩააყენოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია არ გაჩერდეს საპროტესტო მოძრაობა, მთელი ხიბლი ამაში მდგომარეობს, რომ ეს არ არის სტიქიური აღშფოთება, ეს არის გააზრებული, კარგად ნაფიქრი და გააზრებული პროტესტი. ყველა ეჭვს გაეცა პასუხი "რუსულ კანონთან" დაკავშირებით. ყოველი შემდგომი დღე იმაზე მოწმობს, რომ ეს არ არის რაღაც ახალგაზრდული ენერგია, რომელსაც ვეღარ იტევდნენ. ეს არის კარგად ნაფიქრი და გააზრებული პროტესტი და ეს შედეგს ნამდვილად მოიტანს. ლოცვა ძალიან „პრივატულია“ და ამაზე შარჟი რამდენად წაადგება მმართველ რეჟიმს, ხელისუფლებას ვეღარ დავუძახებ, არ ვიცი. რას იტყვიან აღარ აქვს მნიშვნელობა, უმრავლესობას [ხალხს] უნდა მისცენ შესაძლებლობა, რომ დაუბრუნონ ქვეყანას ისტორიული კალაპოტი. ლოცვაც შეუძლიათ გააშარჟონ, მაგრამ მსმენელი აღარ ჰყავთ, ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად გონივრულად გამოვიყენებთ ამ დღეებს“, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგე მოქალაქეები ქაშვეთის ეკლესიაში და მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან, რომლებიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ლოცულობენ. აქციის მონაწილეები ასევე პარლამენტისა და პირველი გიმნაზიის წინა მხარესაც არიან თავმოყრილი.

ადგილზე, მობილიზებულია სამართალდამცავი უწყების თანამშრომლებიც.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს