თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში საზეიმო ლიტურგია გაიმართა

დღეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში უდიდესი სიხარული სუფევს - მართლმადიდებლები უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ.

რელიგიის საკითხთა საზელმწიფო სააგენტოს ცნობით, საზეიმო ლიტურგია გაიმართა თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში, რომელსაც საპატრიარქო ტახტის მემკვიდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) უძღვებოდა.

"საზეიმო წირვას დაესწრო სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. პატრიარქმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა ტაძარში მყოფ მრევლს.ტაძარში შეკრებილ მრევლს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე ტრადიციულად, არქიდიაკონმა დემეტრემ (დავითაშვილი) გააცნო: „მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და, განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება“ - ნათქვამია პატრიარქის ეპისტოლეში.სააღდგომო ლიტურგიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს