ანრი ოხანაშვილი -  ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაადასტურა ჩვენი სამშობლოს მიმართ ერთგულება, შესაბამისად, სანქციების მუქარა ვერავის შეაშინებს - პარტნიორობა ნიშნავს თანასწორობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას

შანტაჟი, მუქარა, რომ ან სახელმწიფოს ინტერესების დაცვაზე უარს იტყვი ან დაგასანქცირებ - არ ჭრის, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, არაერთხელ დაადასტურა ქვეყნის მიმართ ერთგულება, შესაბამისად, სანქციების დაწესების მუქარა ვერავის შეაშინებს.

ოხანაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ შესაძლოა, პარტნიორები ვერ თანხმდებოდნენ კონკრეტულ საკითხებზე, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს რომ ისინი უხეშად უნდა ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში.

"ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაადასტურა ჩვენი სამშობლოს მიმართ ერთგულება და შესაბამისად, ვერავითარი მუქარა სანქციების შესახებ, ვერავის ვერ შეაშინებს.

შესაძლებელია არსებობდეს საკითხები, სადაც პარტნიორები ვერ თანხმდებოდნენ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს და პარტნიორს არ აძლევს უფლებას, რომ უხეშად ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში. პარტნიორობა ნიშნავს თანასწორობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს